Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - "სიტის" ახალი რეკორდი

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის მასშტაბით პირველი კლუბი გახდა, რომელმაც საშინაო ასპარეზზე „ტრებლის“ შესრულება შეძლო. „ქალაქელებმა“ აღნიშნული წარმატება გულშემატკივართან ერთად მანჩესტერის ქუჩებში იზეიმეს.

ამასთანავე, ქომაგები გუნდის კაპიტან ვენსან კომპანისაც გამოემშვიდობნენ, რომელიც კარიერას ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გააგრძელებს. პეპ გუარდიოლას თქმით, კომპანი ნამდვილი კაპიტანია და იგი გუნდის თითოეულ წევრს მოენატრება.

„სიტიმ“ იანვარში ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსი“ პენალტების სერიით დაამარცხა, ერთი კვირის წინ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა გაიფორმა, გასულ უქმეებზე კი ლიგის თასის ფინალში „უოტფორდი“ 6:0 გაანადგურა.

ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით, საშინაო „ტრებლი“ მხოლოდ 2 კლუბს - მიუნხენის „ბაიერნსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ აქვთ შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ შედეგიანი სეზონი ჰქონდა „სიტის“ ქალთა გუნდსაც, რომელმაც 2 ტიტული მოიგო. „ქალაქელმა“ გოგონებმაც წარმატება გუშინდელი აღლუმისას იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები