“ქუთაისი” ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება
Aa
Aa

“ქუთაისი” ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება

სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბიქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონიდინამო თბილისიდა ფინალში გავიდნენ.

საჩემპიონო სერია, რომელიც 3 მოგებამდეა, 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთსქუთაისიდადელტაშეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს იმ დარბაზში ჩაატარებს, რომელშიც ფინალის საგზური მოიპოვა.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი გახლდათ. 18 ქულა აკაკი დვალიშვილის, ხოლო 15 – დავით ლომიძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან 25 ქულით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. 

დინამომესამე ადგილისთვის მატჩში 26 მაისსმგზავრებსშეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები