Aa
Aa

"ჩელსი" თანახმაა - ლონდონელები აზარს უშვებენ?

ლონდონის „ჩელსი“ მზადაა ედენ აზარს შეელიოს. „არისტოკრატები“ ბელგიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა 28 წლის შემტევის დაყოლიება ვერ მოახერხეს.

„ლურჯებს“ შეუძლიათ აზარი კლუბში კიდევ ერთი წლით დატოვონ, თუმცა Daily Mail-ის ინფორმაციით „ჩელსის“ არ სურს ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას და აზარის ტრანსფერზე თანხმობას სწორედ ამიტომ აცხადებს.

გასული 12 თვის განმავლობაში „არისტოკრატებმა“ ჟორჟინიო, კეპა არისაბალაგა და კრისტიან პულიშიჩი შეიძინეს. ამასთან ერთად გონსალო იგუაინი იჯარა გადაიხადეს და მატეო კოვაჩიჩის გამოსყიდვას გეგმავენ. ასე რომ „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრების გადაწყვეტილება სავსებით გასაგებია.

ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ „ჩელსი“ აზარის სანაცვლოდ 87 მილიონ ფუნტს ითხოვს. ჯერჯერობით მადრიდის „რეალის“ ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ ყველაფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ლონდონელები აზარის შემცვლელად კრისტიან პულიშიჩს განიხილავენ. ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა, თუმცა გაისად „სტემფორდ ბრიჯზე“ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები