მორატას ექსკლუზიური კომენტარი
Aa
Aa

მორატას ექსკლუზიური კომენტარი "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით...

ბოლო დღეებია ალვარო მორატას "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე ხმები არ წყდება. ამ თემაზე კომენტარი გუშინ საღამოს თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:

"მოლაპარაკებები კლუბებს შორის ნამდვილად მიმდინარეობს და ყველა ამაზე საუბრობს, თუმცა მე შემიძლია ეს მოლაპარაკებები ჩავშალო. მიუხედავად ამისა ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ, ვესაუბრე ემილიო ბუტრაგენიოსა და ფერნანდო მორიენტესს და მათგან, ვფიქრობ, საჭირო რჩევები მივიღე. აქვე დავამატებ, რომ ჯერჯერობით მადრიდში დაბრუნებას არ ვაპირებ და ზუსტად ვიცი სად მინდა კარიერის შემდეგი წლების გატარება". - განუცხადა მორატამ goal.com-ს.

23 წლის ესპანელი ალბათ ტურინის "იუვენტუსს" გულისხმობდა... თანაც აქ კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ, საქმე ისაა, რომ "რეალს" ამ ზაფხულს ფეხბურთელის დამატების უფლება არ ექნება, ეს შეზღუდვა 2017 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. 

ასე რომ, FIFA-მ თუ არაფერი შეცვალა "რეალი" ამ ზაფხულს ვერავის შეიძენს, თუმცა მადრიდელებს სწორედ ამ ცვლილების ეიმედებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები