Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" სუპერფინალშია! კარიმ და გრინმა ისტორია დაწერეს

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ბარიერი გადალახა და სუპერფინალში ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

დემიენ ლილარდმა და კომპანიამ სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში „უორიორზს“ დიდი ბრძოლა გაუმართეს და ერთ მომენტში 17 ქულითაც იგებდნენ, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხეს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 111 – 111 დასრულდა. ოვერტაიმში კი უკეთ „მეომრებმა“ იასპარეზეს და მეტოქეს ორქულიანი სხვაობით 119 – 117 სძლიეს.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან სამმაგი დუბლით სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი გამოირჩნენ. ოკლენდელთა ლიდერებმა NBA-ის ისტორია დაწერეს. აქამდე პლეიოფის ერთ შეხვედრაში თანაგუნდელებს სამმაგი დუბლი არასდროს ჰქონდათ გაკეთებული. „ოქროს ბიჭუნამ“ 37 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გრინმა კი აქტივში 18 ქულა, 14 მოსნა და 11 ასისსტი ჩაიწერა.

„პორტლენდს“ 30 ქულით მაიერს ლეონარდმა ულიდერა. დემიენ ლილარდმა 28 ქულა დააგროვა. სი ჯეი მაკკოლუმი კი 26 ქულას დასჯერდა.

ამრიგად „გოლდენ სტეიტი“ ბილ რასელის „ბოსტონ სელტიქსის“ შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სუპერფინალში ზედიზედ 5-ჯერ მოახერხა გასვლა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში „მეომრები“ „მილუოკისა“ და „ტორონტოს“ წყვილის გამარჯვებულს შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები