Aa
Aa

"საბურთალომ" "დინამო" დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტური თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დედაქალაქური დერბით დასრულდა. "საბურთალომ" "დინამო" მიიღო და ლაშა შინდაგორიძის დუბლით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა, მეორე ტაიმის შუაში კი შინდაგორიძემ დინამოელთა კარი ორჯერ აიღო, ჯერ ეს 67-ე წუთზე გააკეთა, საბოლოო ანგარიში კი 75-ე წუთზე დააფიქსირა.

  

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლის ფონზე წარიმართა. მთავარ არბიტრ გიორგი ყრუაშვილს 8 ფეხბურთელის გაფრთხილება მოუხდა.

ამრიგად, "საბურთალომ" 30 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა, გუნდმა მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" 2 ქულით გაასწრო. თბილისის "დინამო" კი მე-5 ადგილამდე დაეშვა, მის აქტივში 20 ქულაა.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები