6-გოლიანი მეორე ტაიმი და
Aa
Aa

6-გოლიანი მეორე ტაიმი და "ტორპედოს" მორიგი გამარჯვება

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "რუსთავმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში 2:4 დამარცხდა.

რუსთავულმა პუბლიკამ უგოლო პირველი ტაიმი იხილა, რასაც სანახაობრივი და 6-გოლიანი მეორე ნახევარი მოჰყვა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა, თუმცა ბუდუ ზივზივაძემ მალევე გაათანაბრა, ზურაბ ჯაფიაშვილის ავტოგოლის შემდეგ კი "ტორპედო" საერთოდ წინ გავიდა.

78-ე წუთზე, ქუთაისელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც იმავე ზივზივაძემ გოლად გარდასახა, რასაც წიქარიძის გოლით, ანგარიშის 4:1-მდე მოჰყვა, საბოლოო შედეგი კი რუსთაველთა ფორვარდმა, იმავე ზაზა ციცქიშვილმა დააფიქსირა - 2:4.

 

"ტორპედომ" ამ გამარჯვებით 26 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი გაიმყარა, ქუთათურები ლიდერ "საბურთალოს" 4 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება "რუსთავს", გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები