ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს!
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს!

საქართველომ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოვების ცერემონიას ზედიზედ მეორედ უმასპინძლა, ღონისძიება ამჯერად ქობულეთში გაიმართა და მას, ქართული ძალოსნობის მესვეურთა გარდა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო მამაკაცისა და ქალი ძალოსნის ვინაობა არ იცვლება - ლაშა ტალახაძე და ლიდია ვალენტინი. ტალახაძემ და ვალენტინმა გამარჯვებას გულშემატკივართა მიერ მიცემული ხმების წყალობით მიაღწიეს, გამოკითხვაში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ტომაშ აინის, განცხადებით, მოხარულია, რომ წლის საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოვების ცერემონიას კვლავ საქართველო მასპინძლობს. აინმა საუკეთესო ძალოსნებს წარმატება მიულოცა.

მოკლე კომენტარი გააკეთა ლაშა ტალახაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი სტიმულია. ტალახაძემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და მათ სამომავლო წარმატებებსაც დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიგო. 

ცხელი ამბები