რონალდუ კონტეს წინააღმდეგია და
Aa
Aa

რონალდუ კონტეს წინააღმდეგია და "იუვენტუსში" მოურინიო სურს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის "იუვენტუსი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩება. მასიმილიანო ალეგრი გუნდიდან მიდის და მიღებული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

უცხოურ პრესაში იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას ასახელებენ, რომელთა შორის ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი, ანტონიო კონტეცაა. ეს უკანასკნელი უკლუბოდ იმყოფება და ზურგს "იუვენტუსში" მუშაობის გამოცდილება უმაგრებს, თუმცა La Repubblica-ს მიხედვით საკმაოდ სერიოზული ბარიერის გადალახვა მოუწევს.

გავლენიანი იტალიური გამოცემის ცნობით ტურინელთა სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს კონტესთან მუშაობა არ სურს. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ 49 წლის სპეციალისტის პრაგმატული მიდგომა მის თამაშზე უარყოფით გავლენას იქონიებს და არც კონტესეული მკაცრი დისციპლინა ხიბლავს.

La Gazzetta dello Sport კი რონალდუს რჩეულის ვინაობას ასახელებს. იტალიური ტაბლოიდის თანახმად კრიშტიანუს უნდა „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტი ჟოზე მოურინიომ დაიკავოს და კლუბის ხელმძღვანელობას აქტიურად მოუწოდებს „განსაკუთრებულთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დუეტის გარდა სინიშა მიჰაილოვიჩის, მაურიციო სარის და სიმონე ინძაგის კანდიდატურებიც განიხილება, თუმცა ნაკლებად სავარაუდო „იუვეს“ მწვრთნელობა რომელიმე მათგანს ანდონ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები