გიორგი პაპუნაშვილი:
Aa
Aa

გიორგი პაპუნაშვილი: "ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაციარომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთილანჩხუთისგურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშესაქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცახადება გაავრცელა :

"ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს, დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს იმფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში,ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს ვინც ამას სათავეებში უდგას!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები