პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში
Aa
Aa

პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში

18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.

ჩემპიონატი საზეიმოდ 18 მაისს გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.

საზეიმო გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჩემპიონატში, რომელშიც 32-მა მოყვარულმა მამაკაცმა გოლფერმა მიიღო მონაწილეობა, ‘Tbilisi Hills Golf Club’-მა უმასპინძლა. დასკვნით დღეს გამოვლინდა საუკეთესო ოთხეული.

სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე  საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. 

ცხელი ამბები