ტოჩინოშინის მე-8 მოგება ბრძოლის გარეშე!
Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-8 მოგება ბრძოლის გარეშე!

„ნაცუ ბაშოს“ მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო უნდა ყოფილიყო, თუმცა იაპონელი რიკიში ტრავმის გამო ტურნირიდან მეორედ მოეხსნა.

რამდენიმე დღის წინ ტაკაკეიშომ გამოსვლაზე უარი თქვა, შემდეგ კი ბრძოლაში ისევ ჩაება, თუმცა ექიმებთან მეორე კონსულტაციის შემდეგ მან ტურნირიდან საბოლოოდ მოხსნა გადაწყვიტა.

წინა ბაშოზე ყველას კარგად ახსოვს ტრავმირებული ლევანის მარცხი ტაკაკეიშოსთან, რაც ოძეკობის დაკარგვით დასრულდა. თავად იაპონელი კი დაწინაურდა და ოძეკი გახდა.

ტოჩინოშინი მას სულ 7-ჯერ შეხვდა და 6 შემთხვევაში მარცხი განიცადა. ასე, რომ ლევანს დღეს საკმაოდ არასასურველ მეტოქესთან ბრძოლა ასცდა და ერთი დღით მეტს დაისვენებს.

ამრიგად, ლევან გორგაძეს მოგება ჩაეთვალა და მისი ბალანსი 8-1-ზე არის. ტოჩინოშინმა კაჩი-კოში უკვე გაიფორმა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა. ახლა ყველა ველით კიდევ 2 ბრძოლის მოგებას, რაც მას ოძეკის წოდებას დაუბრუნებს.

რაც შეეხება ტაკაკეიშოს ის ივლისის ბაშოზე კადობანში იქნება და ოძეკობის დაცვა მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ „ნაცუ ბაშოს“ მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება, რომლის წინააღმდეგაც ლევანმა დღემდე 10 ბრძოლა გამართა და მისი დამარცხება 7-ჯერ შეძლო.

ცხელი ამბები