მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "შესაძლოა „პსჟ-ში“, ან სხვაგან"...

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავმა, კილიან მბაპემ ევროპული გრანდების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ფრანგმა თავდამსხმელმა ლიგა ერთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდოს მიღების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მინდა ნასერ ალ-ხელაიფის და ყველა აქ მყოფ ადამიანს მადლობა გადავუხადო. უკვე მეოთხე წელია ლიგა ერთში ვასპარეზობ და ბევრი ემოციური მომენტი გამოვიარე".

„მსურს ჩემი მადლიერება თანაგუნდელების და მთავარი მწვრთნელის მიმართაც გამოვხატო. მიმდინარე სეზონში იმედი ბევრჯერ გაგვიცრუვდა, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია".

"ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და კარიერაში ალბათ გადამწყვეტ მონაკვეთს ვუახლოვდები“.

„აქ ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ დროა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო. შესაძლოა „პსჟ-ში“, რაც ძალიან გამახარებს, ან სხვაგან“.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით 30 გოლი შეაგდო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა ერთის საუკეთესო ახალგაზრდას ჯილდო ზედიზედ სამჯერ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები