Aa
Aa

ახალი კონტრაქტი გუარდიოლას?

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში პეპ გუარდიოლას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. „ქალაქელთა“ მესვეურები ესპანელი სპეციალისტის მუშაობით აღტაცებულები არიან და გეგმავენ სოლიდური წინადადებით მიმართონ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით ხელშეკრულება 5 წელიწადზე იქნება გათვლილი და ამ პერიოდში გუარდიოლა ანაზღაურების სახით დაახლოებით 100 მილიონ ფუნტს მიიღებს.

„სიტიში“ მოღვაწეობის გაგრძელებით ესპანელი სპეციალისტიც დაინტერესებულია. პეპმა ადგილობრივი გამოცემებისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლუბში მუშაობით კმაყოფილია და წასვლად არსად აპირებს.

გუარდიოლა „ქალაქელთა“ თავკაცად 2016 წელს დაინიშნა. პეპის ბიჭებმა გულშემატკივრები ბევრჯერ გაახარეს, თუმცა სანუკვარ მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

ესპანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრება უნდა და მისი თქმით „სიტი“ მომდევნო სეზონში ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იქნება ორიენტირებული.

The Sun-ის ცნობით გუარდიოლა ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად იზრუნებს და რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ცნობების მიხედვით პეპი ვინსენ კომპანის შემცვლელს ეძებს და მისი ნომერ პირველი სამიზნე „ლესტერის“ ინგლისელი უკანახაზელი, ჰარი მაგუაიერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები