Aa
Aa

"ცსკა" ევროლიგის გამარჯვებულია

ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოსკოვის „ცსკას“ ტრიუმფით დასრულდა. ევროლიგის ფინალში „არმიელები“ „ანადოლუ ეფესს“ გაეჯიბრნენ და სანუკვარ თასს მერვედ დაეუფლნენ.

დაპირისპირება „ცსკას“ კარნახით წარიმართა. მოსკოველები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

“არმიელებს“ უილ კლაიბერნისა და კორი ჰიგინსის დუეტმა ულიდერა. მათ 20-20 ქულა გაიფორმეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყორცნა მოათავსეს კალათში. კლაიბერნი ფინალური ოთხეულის MVP-ის ტიტულსაც დაეუფლა. „ცსკას“ ისტორიაში უილი მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა.

დამარცხებულთა მხრიდან შეინ ლარკინი გამოირჩა. ამერიკელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრა 29 ქულით დაასრულა.

„ცსკას“ გარდა წარმატებას მადრიდის „რეალმაც“ მიაღწია. „სამეფო კლუბმა“ „ფენერბაჰჩე“ უპრობლემოდ დაამარცხა და მესამე ადგილი დაიბევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები