Aa
Aa

შესანიშნავი გარემო ბათუმში, "დინამოს" გამარჯვება და მატჩის შემდეგ დაკავებული ფეხბურთელები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის ''დინამომ'' ანგისას ბაზაზე თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' 2:0 დაამარცხა. 27-ე წუთზე ალეფ სანტოსის გადაცემის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. 77-ე წუთზე ნიგერიელმა ბანჟამინ ტეიდმა ''დინამოს'' მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გია გეგუჩაძის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა. ბათუმში ქომაგებმა ტრადიციულად შესანიშნავი საფეხბურთო გარემო შექმნეს და გამარჯვებაში ქომაგთა წვლილიც მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმი ''დინამოსა'' და ''ვიტ-ჯორჯიას'' მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისის ბაზაზე, სამართალდამცველები გამოჩდნენ. პოლიციელებმა ანგისის ბაზის გასახდელის შესავლელი ჩაკეტეს იმ მხარეს, სადაც ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მათ ''ვიტ ჯორჯიას'' რამდენიმე ფეხბურთელი პირდაპირ გასახდელიდან წაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტს სუს-ი ადასტურებს.

ამავე ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' დავით სამურკასოვის გოლით ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე გორის ''დილა'' დაამარცხა. ასევე, ბოლნისის ''სიონი'' ''თამაზ სტეფანიაზე'' საჩხერის ''ჩიხურასთან'' 0:5 განადგურდა. გოლები ბიძინა მახარობლიძის, გიორგი ფანცულაიასა და ბესო დეკანოიძის ანგარიშზეა, ხოლო მიშიკო სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური, თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები