Aa
Aa

"თიხნარის მეფე" შეუჩერებელია! რომის მასტერსის ფინალში ნადალმა ჯოკოვიჩი უშანსოდ დატოვა!

რომის მასტერსის ფინალში ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვის სასურველი და საოცნებო ჯახი შედგა - რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ.

რაფამ და ნოლემ 3 სეტი ითამაშეს და ქომაგებს სიამოვნება მაქსიმალურად გაუხანგრძლივეს სადამდეც ეს შესაძლებელი იყო.

ნადალმა ჯოკოვიჩს შანსი არ დაუტოვა და რომის მასტერსის გამარჯვებული სრულიად დამსახურებულად გახდა - 6:0, 4:6, 6:1.

შეხვედრის საუკეთესო გათამაშება, ნოლეს მიუტევებელი შეცდომით დასრულდა

სერბმა მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა თავისი თამაშის შვენება მხოლოდ მეორე სეტში შეძლო და რა თქმა უნდა თიხაზე ეს ნადალის დასამარცხებლად საკმარისი ვერ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ამ ორ ჩოგბურთელს შორის დაპირისპირებაში ერთ-ერთმა სეტი 0-6 პირველად წააგო. ეს ფაქტი ისტორიაში უდაოდ შევა.

ნადალი და ნოვაკი აქამდე ერთმანეთს 53-ჯერ შეხვდნენ და 141 სეტი ითამაშეს, თუმცა სეტი ნულზე არცერთს არ ჰქონდა წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები