ქვილითაიას სწრაფი გოლი ბრიუსელის ''ანდერლეხტთან''
Aa
Aa

ქვილითაიას სწრაფი გოლი ბრიუსელის ''ანდერლეხტთან''

ბელგიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის მე-10 ტურში ''გენტისა'' და ''ანდერლეხტის'' შეხვედრის მეორე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიში გახსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა კონტრშეტევაში მიიღო მონაწილეობა, თავად დაასრულა და ''გენტი'' უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში დააწინაურა.

 

ქვილითაიამ მიმდინარე წლის 16 თებერვალს ''ბევერენს'' გაუტანა და მას შემდეგ გოლი გატანილი არ ჰქონდა. ფეხბურთელმა უგოლო სერია ''ანდერლეხტთან'' შეწყვიტა. შეხვედრა "გენტის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ქვილითაია 78_ე წუთზე შეცვალეს.

25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში მე-11 მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები