Aa
Aa

"გადამიხადეთ, თუ არა და გუნდში დავრჩები" - ბეილმა "რეალს" უცნაური ულტიმატუმი წაუყენა

ლა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ბეტისთან" მარცხით დაასრულა.

მატჩის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. გასახდელში გარეთ ბეილმა თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და უკმაყოფილება გამოთქვა.

"კონტრაქტის მიხედვით მე კლუბში კიდევ 3 წლით უნდა დავრჩე და თუ მათ ჩემი წასვლა სურთ, მაშინ ჩემთვის თითოული წლისთვის 17 მილიონი ევროს (ჯამში 51 მილიონი) გადახდა მოუწევთ, თუ არა და გუნდში დავრჩები.

თუ გოლფის თამაში მომიწევს, მზად ვარ ვითამაშო". - ციტირებს ბეილის სიტყვებს Radioestadio-ს ჟურნალისტი ფერნანდო ბურგოსი.

"ბეტისთან" შეხვედრაში ბეილი თადარიგში დარჩა. ზიდანმა მას მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. ბევრი ფიქრობდა,

რომ უელსელს მადრიდელ ქომაგებთან გამომშვიდობების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ესპანური პრესის ვარაუდით, გარეთ ბეილის "რეალში" დარჩენის შანსები ძალიან მცირეა. ზიდანის სამომავლო გეგმებში ის არ შედის.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ უელსელმა საკმაოდ უცნაურ და იშვიათ ხერხს მიმართა, რითიც მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. როგორც წესი ასეთი დონის გუნდებში მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები