ის
Aa
Aa

ის "იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა... ინგლისელები დაუჯერებელ შეთავაზებას ამზადებენ!

ძალიან საინტერესო ცნობას ავრცელებს ბრიტანული Daily Mirror, რომლის ინფორმაციითაც, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეფები ერთობ მოხიბლულნი არიან "დორტმუნდის" შემტევის პიერ-ემერიკ ობამეიანგის თამაშით და ფეხბურთელის გადასაბირებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

ამ ძალ-ღონის არ დაშურებაში კი, იმავე Daily Mirror-ის თქმით, 75 მილიონიანი დაუჯერებელი შეთავაზება იგულისხმება, რომელსაც "მანკუნიანელები" გაბონელი მეგოლის სანაცვლოდ ამზადებენ. 

არცთუ დიდი ხნის წინ გაცხადდა, რომ ობამეიანგის გადაბირებით მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანიც არის დაინტერესებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ორ ტიტანს შორის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.

გაბონელ მოთამაშეს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თავს კი 22 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით იწონებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები