კიელინი: „ფიორენტინასთან“ მატჩმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
Aa
Aa

კიელინი: „ფიორენტინასთან“ მატჩმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ 3-0 სძლია. მატჩის შემდეგ ტურინელთა ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი კმაყოფელებას ვერ მალავდა და განაცხადა, რომ შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

 

„ფლორენციაში გამარჯვების უდიდესი სურვილით ჩავედით, თუმცა შეხვედრამ ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მატჩის მიმდინარეობას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევდით. თითოეული ფეხბურთელი ვინც ამ დიდებულ მატჩშში მონაწოლეობა მიიღო, „იუვენტუსის“ ფორმის ტარებას ნამდვილად იმსახურებს“ - განაცხადა კიელინიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები