საფეხბურთო კლუბ ''გარეჯის'' მხარდაჭერა:''გარეჯი საქართველოა''
Aa
Aa

საფეხბურთო კლუბ ''გარეჯის'' მხარდაჭერა:''გარეჯი საქართველოა''

საქართველოს მე-4 ლიგაში მოასპარეზე ''გარეჯი 1960''-ის ფეხბურთელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ბანერი გამოფინეს წარწერით:''გარეჯი საქართველოა.''

შეგახსენებთ, 25 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს, თუმცა 26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. 

''გარეჯი 1960''-ის მთავარი მწვრთნელი დავით ქოქიაშვილია. გუნდის შემადგენლობაში ცნობილი ფეხბურთელები მინდია ბობღიაშვილი, ლერი ხოხონიშვილი, ბესიკ ჩიმაკაძე, საბა თავაძე და ზურაბ ძამსაშვილი ასპარეზობენ.

გასულ ტურში ''გარეჯი 1960''-მა არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე ''სპაერი'' 5:2 დაამარცხა. 10-გუნდიან მეოთხე ლიგაში ''გარეჯი 1960''-ის ანგარიშზე 15 ქულაა. მასთან ერთად ჩემპიონატს ''სპაერი'' და ''თბილისი სითი'' ლიდერობენ, რომელთა ანგარიშზე ასევე 15 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები