Aa
Aa

"ახლა, ან არასდროს" - ზიდანსა და პოგბას შორის საუბარი შედგა

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბაზარზე უდაოდ მთავარი მოთამაშე იქნება.

ლუკა იოვიჩის შეძენის შემდეგ ყველა ელოდება, რომ მადრიდელები ედენ აზარს გაიფორმებენ. ბელგიელის ტრანსფერის დადასტურებას ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ელიან.

ამავდროულად ევროპულ პრესაში ვრცელდება მორიგი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც პოლ პოგბას ეხება.

როგორც ვიცით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და ეს ფაქტი "მანკუნიანელების" ფეხბურთელთა ნაწილს არ ხიბლავს.

რამდენიმე მოთამაშეს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და მათ შორის არის პოგბაც, რომლის მიმართ ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინ ზიდანსა და პოგბას შორის საუბარი შედგა. "ახლა, ან არასდროს", - ზიზუმ თანამემამულეს ურჩია, რომ "მანჩესტერს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვოს და კლუბმა მისი ფასი დაწიოს, რომ "რეალმა" მოლაპარაკებების წარმოება შეძლოს.

როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკები" პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის მიღებას ითხოვენ და ასეთ შემთხვევაში ფრანგ შუახაზელს ნებისმიერ გუნდს დაუთმობენ.

მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ პოგბას ფასი განახევრდება და მის შეძენას შეძლებენ. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? ამაზე მსჯელობა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

რა შანსები აქვს "რეალს" ასეთი მიდგომით? როგორც ცნობილია, Tuttosport-ის ინფორმაციით „ბარსელონა“ მეგა-წინადადებას ამზადებს და აპირებს "მანჩესტერს" პოგბას სანაცვლოდ 130 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფეხბურთელისა და კლუბის გადასაწყვეტი იქნება. რომელ გუნდს აირჩევს პოგბა და მის სანაცვლოდ რამდენის მიღებას დაყაბულდება "იუნაიტედი"...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები