ლობჟანიძე საუკეთესოდ აღიარეს:''უფრო მეტის გატანა შეგვეძლო''
Aa
Aa

ლობჟანიძე საუკეთესოდ აღიარეს:''უფრო მეტის გატანა შეგვეძლო''

დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ''რანდერსისა'' და ''ორჰუსის'' შეხვედრის მე-15 წუთზე საბა ლობჟანიძემ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 34-ე წუთზე ''რანდერსმა'' მეორე გოლი შეაგდო და მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ულამაზესი გოლის ავტორი საბა ლობჟანიძე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საბა ლობჟანიძე:''მოხარული ვარ, რომ გაშვებული გოლის მიუხედავად ორი გოლის გატანა შევძელით. ეს ძალიან კარგი ''ქამბექი'' იყო, თუმცა მეორე ნახევარში კიდევ შეგვეძლო შეგდება, უფრო მეტი უნდა გაგვეტანა, თუმცა გასვლით მატჩშიც შეგვიძლია გატანა. რატომაც არა? მეორე მატჩშიც მინდა გავიტანო.''

მიმდინარე სეზონში დანიის რეგულარულ ჩემპიონატსა და ფლეი-ოფში ლობჟანიძემ საერთო ჯამში 35-ე მატჩში მერვე გოლი გაიტანა. გარდა ამისა მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები