დვალიშვილისა და UFC-ის ახალი კონტრაქტი:''ბრძოლისთვის მზად ვარ''
Aa
Aa

დვალიშვილისა და UFC-ის ახალი კონტრაქტი:''ბრძოლისთვის მზად ვარ''

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის თაობაზე სპორტსმენმა სოციალური ქსელით ქომაგებს შეატყობინა.

''გამარჯობა მეგობრებო, UFC-თან ახალ კონტრაქტს ვაფორმებ და კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. პირველი კონტრაქტის განმავლობაში ცუდი და კარგი მომენტები იყო. ცუდი მსაჯობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველაფერი გადავლახეთ. შემდეგი ბრძოლისთვის მზად ვარ. ვაგრძელებ მომზადებას სერა-ლონგოს გუნდთან ერთად.''

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში UFC-ის მორიგი ორთაბრძოლები ოტავაში გაიმართა. ქართველმა მერაბ დვალიშვილმა მე-4 გამოსვლა წარმატებით დაასრულა. მან კანადელ ბრედ კატონას სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

 

ცხელი ამბები