ოდომის აღიარება:''ხელოვნური პენისი ნარკოტესტის გასავლელად გამოვიყენე''
Aa
Aa

ოდომის აღიარება:''ხელოვნური პენისი ნარკოტესტის გასავლელად გამოვიყენე''

საკალათბურთო კლუბ ''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ფორვარდის, ლამარ ოდომის განცხადებით 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ნარკოტესტის გავლისას ხელოვნურ პენისს იყენებდა. მისი თქმით მარიხუანას თითქმის ყოველდღე ეწეოდა და შარდში დასაფარად  ხელოვნური პენისი გამოიყენა.

''დამღლელი ძებნის შემდეგ რეზინის გიგანტური შავი პენისი შევუკვეთეთ, რომ მეორე დღეს მოეტანათ. 

NBA-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ნარკოტესტი ჩაატარა, ჭიქაში თერმომეტრი ტემპერატურის გასაზომად ჩადო და დაკმაყოფილდა იმით, რომ ჭიქაში ჩემი შარდი იყო. შემდეგ მან მითხრა:''კეთილი იყოს აშშ-ის ნაკრებში თქვენი მობრძანება'' - დაწერა ოდომმა თავის მემუარებში.

ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ოდომს, ის საშუალოდ ერთ მატჩში 9,3 ქულასა და 5,8 მოხსნას აგროვებდა.

39 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა კარიერა 2014 წელს ''სასკი ბასკონიაში'' დაასრულა.

ოდომი ''ლოს ანჯელეს ლეიკერსთან'' ერთად NBA-ს ჩემპიონი ორჯერ გახდა 2009 და 2010 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები