ზიდანი VS ანჩელოტი - იტალიელი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება!
Aa
Aa

ზიდანი VS ანჩელოტი - იტალიელი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება!

მადრიდის "რეალი" მომავალი სეზონისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს, ტრადიციულად, ამერიკაში გაივლის, რომლის დროს გასამართი ამხანაგური შეხვედრები უკვე ცნობილია.

"სამეფო კლუბი" "პსჟ"-სა და "ბაიერნს" დაუპირისპირდება და საინტერესოა, რომ მიუნხენელთა მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. თანაც გვახსოვს ყველას, რომ იტალიელი "რეალიდან" არასასურველი შედეგების გამო გაათავისუფლეს. ეს კი, საამმატჩოდ კიდევ ერთი დიდი ინტრიგაა...

სხვა მხრივ, კი წარსულში ორი დიდებული ფეხბურთელის ზინედინ ზიდანისა და კარლო ანჩელოტის ურთიერთშეხვედრა უკვე მწვრთნელების რანგში ძალიან საინტერესო იქნება. დავამატოთ ისიც, რომ ანჩელოტის "რეალში" მუშაობისას ზიდანი მისი ასისტენტი იყო.

მადრიდელები "პსჟ"-ს 27 ივლისს შეხვდებიან, "ბაიერნთან" მატჩი კი 3 აგვისტოს შედგება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები