Aa
Aa

"რატომ გვტოვებენ ფეხბურთელები?.." - სიმეონემ მთავარი მიზეზი დაასახელა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ გრიზმანის წასვლისა და ზოგადად იმ ტენდენციის შესახებ ისაუბრა, რის გამოც ფეხბურთელები "ატლეტიკოს" მსგავს გუნდებს ტოვებენ და გრანდებში სათამაშოდ მიდიან.

"რატომ გვტოვებენ ფეხბურთელები? იმიტომ, რომ ისინი მუდამ ეძებენ უფრო დიდ და მნიშვნელოვან კლუბებს. მაგალითად, ლუკას ერნანდესი "ბაიერნში" წავიდა, გრიზმანი დიახ, შესაძლოა "ბარსელონაში" და ისინი ჩვენზე უკეთესი გუნდები არიან.

ეს გუნდები ისტორიულად ჩვენზე უკეთესები არიან. ეს ბევრს ნიშნავს. ამის გამო ისინი გაცილებით სოლიდურად და მიმზიდველად გამოიყურებიან. მიზეზიც სწორედ ეს არის".

გრიზმანის გადაწყვეტილების შესახებ სიმეონესგან განსხვავებით უფრო მკაცრი პოზიცია ჰქონდა კლუბის პრეზიდენტს ენრიკე სერესოს.

“გრიზმანმა მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და ის ამ მხრივ შეუვალი იყო, მის გადარწმუნებას ვერანაირად მოვახერხებდი.

არ ვიცი რომელ კლუბში გააგრძელებს ის კარიერას. ნორმალურია, როდესაც ვინმე შენი მოთამაშის გამოსასყიდ თანხას იხდის, მაგრამ ამის შესახებ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ეს უცნაურია და შეურაცხმყოფელია. მას წარმატებას ვუსურვებ.

სიმეონე ისევე იმედგაცრუებულია როგორც ყველა ჩვენს გუნდში".

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" გრიზმანის ტრანსფერის გამოცხადებას ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გეგმავს. ვალვერდეს გუნდი 25 მაისს "ბენიტო ვილამარინზე" "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები