ზიდანი:''თუ მოთამაშეებს მე არ შევარჩევ გუნდიდან წავალ''
Aa
Aa

ზიდანი:''თუ მოთამაშეებს მე არ შევარჩევ გუნდიდან წავალ''

ზინედინ ზიდანის განცხადებით თუ მადრიდის ''რეალში'' მის მიერ შერჩეული ფეხბურთელები არ ითამაშებენ, გუნდს დატოვებს. ლეგენდარული ფრანგის კომენტარს Marca ავრცელებს.

ზინედინ ზიდანი:''მე მივიღებ გადაწყვეტილებას ვინ იქნება პირველი მეკარე და ვის მოუწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტია. თუ ვერ შევძლებ იმის გაკეთებას, რაც მსურს, გუნდიდან წავალ.

კეილორ ნავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია. თუ საჭიროდ ჩავთვლით დავემშვიდობებით, მაგრამ სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთი მატჩი რჩება. ვნახოთ რა მოხდება მეკარესთან დაკავშირებით.''

თუ კეილორ ნავასი გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელები პირველ მეკარედ ტიბო კურტუას, მის შემცვლელად კი უკრაინელ ანდრეი ლუნინს ხედავენ, რომელიც ''ლეგანესშია'' განათხოვრებული.

''სამეფო კლუბის'' მთავარ მწვრთნელს მეორე მეკარედ შვილი ლუკა ზიდანი ესახება.

ზიდანი:''ლუკა ჩემი შვილია, თუმცა ეს არ არის მიზეზი რატომაც იმსახურებს მეორე მეკარედ ყოფნას. მან თავი კარგად წარმოაჩინა და ვფიქრობ ''რეალში'' თამაშს იმსახურებს, თუმცა მეკარეებთან მიმართებაში გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ.

რაც შეეხება გარეტ ბეილს, ''ბეტისთან'' მატჩში ჩვენთან იქნება, სხვას ვერაფერს გეტყვით. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია. სეზონი დასრულდება და ცვლილებები იქნება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები