დე ბრუინი:''მძულს ჩემი გუნდის თამაშის ყურება''
Aa
Aa

დე ბრუინი:''მძულს ჩემი გუნდის თამაშის ყურება''

''მანჩესტერ სიტის'' ფეხბურთელის კევინ დე ბრუინის განცხადებით აპრილში ''ტოტენჰემთან'' შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ ფიქრობდა, რომ სეზონი დასრულდა, თუმცა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში თამაშისთვის მზადაა.

კევინ დე ბრუინი:''მძულს ჩემი გუნდის თამაშის ყურება, როცა გუნდს ვერ ვეხმარები. როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ, არაფრის გაკეთება შეგიძლია, ამ დროს ფეხბურთელზე მეტად ქომაგის ამპლუაში ხარ. მოედანზე ყოფნისას შესაძლოა დამარცხდე, მაგრამ შენ იცი თუ რისი გაკეთება შეგიძლია.

''მანჩესტერ სიტის'' ყველა თამაშს ვუყურე, მაგრამ სიამოვნება არ მიმიღია. გასული წელი დაუჯერებელი იყო, ყველა შეხვედრაში ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობ. დაბრუნება და ტიტულებისთვის ბრძოლა კარგია.

რაც დრო გადის გამოცდილი მოთამაშის პასუხისმგებლობა იზრდება. როცა ახალგაზრდა ხარ, მხოლოდ შენი დავალების კარგად შესრულებაზე ხარ ორიენტირებული, მაგრამ გამოცდილ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

''ლივერპულმა'' წარმატებისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო, თუმცა ჩვენ მეტი ქულა მოვაგროვეთ. ამ ფაქტის გამო არ ვწუხვარ და ვფიქრობ არც ''ლივერპულის'' მოთამაშეები დამწუხრდებოდნენ ჩვენი წარუმატებლობის გამო. ეს ხომ სპორტსმენთა ზოგადი ხედვაა. ასეა როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სპორტში.''

 ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ''მანჩესტერ სიტი'' ''უოტფორდს'' შეხვდება. საფეხბურთო დაპირისპირება 18 მაისს ''უემბლიზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები