პაპუნაშვილის გოლი! - ქართველი ''სარაგოსას'' გამარჯვებაში დაეხმარა
Aa
Aa

პაპუნაშვილის გოლი! - ქართველი ''სარაგოსას'' გამარჯვებაში დაეხმარა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში ''სარაგოსამ'' შინ ხიხონის ''სპორტინგი'' 4:2 დაამარცხა. 65-ე წუთზე ''სარაგოსას'' მაისურით ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო თამაშში, რომელმაც 66-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:2 გახდა.

 

23 წლის გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ქართველ მოთამაშეს რამდენიმე თვე გაუცდა.

დარჩენილ დროში ''სარაგოსამ'' კიდევ 2 გოლი გაიტანა და მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს. 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 50 ქულით მე-13 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები