Gazzetta dello Sport – “იუვენტუსმა“ იკარდისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, მაგრამ...
Aa
Aa

Gazzetta dello Sport – “იუვენტუსმა“ იკარდისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, მაგრამ...

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერის“ არგენტინელ თავდამსხმელ მაურო იკარდისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

26 წლის ცენტრფორვარდი „ბიანკონერიში“ გადასვლის შემდეგ ანაზღაურების სახით კვირაში 135 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს (პლუს ბონუსები). თუმცა დასრულებული ჯერჯერობით არაფერია.

„ბებერ ქალბატონს“ „ინტერისგან“ თანხმობა არ მიუღია და უახლოეს პერიოდში „ნერაძურის“ დაყოლიებას შეეცდება. Gazzetta dello Sport-ის მიხედვით „ბიანკონერის“ ტრანსფერში დუგლას კოშტას ჩართვა უნდა, თუმცა მილანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ იჩენენ და მხოლოდ გამოსასყიდი თანხის მიღება სურთ.

როგორც მოგეხსენებათ იკარდისთვის მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული გამოდგა. 26 წლის ცენტრფორვარდს ტრავმა აწუხებდა და კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა. იკარდიმ რამდენიმე წუთის წინ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ნერაძურის“ დატოვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები