BREAKING - ალეგრი „იუვენტუსს
Aa
Aa

BREAKING - ალეგრი „იუვენტუსს" ტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ იტალიელი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „ბიანკონერიმ“ გაავრცელა.

„ბებერმა ქალბატონმა“ თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა: „2019-2020 წლების სეზონში მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე აღარ იქნება. მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე შეხვდებიან, რომელიც ხვალ, 18 მაისს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, „ალიანს სტედიუმზე“ გაიმართება“.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა. ტურინულ გუნდთან ერთად მან სერია A-ს ჩემპიონობა ხუთჯერ დაისაკუთრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ იასპარეზა, თუმცა სანუკვარ თასს ვერ დაეუფლა.

ბოლო პერიოდში უცხოური პრესა იუწყებოდა, რომ ალეგრი „ბიანკონერის“ მმართველ საბჭოს შეხვდებოდა და ყველაფერი ამის შემდეგ გახდებოდა ცნობილი. როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებმა იტალიელ სპეციალისტს სამომავლო გეგმები დაუწუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები