გასპარი:''მარადონა ''ბოკადან'' ტანკით წამოვიყვანეთ''
Aa
Aa

გასპარი:''მარადონა ''ბოკადან'' ტანკით წამოვიყვანეთ''

კატალონიის ''ბარსელონას'' ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხუან გასპარი დიეგო მარადონას ''ბოკა ხუნიორსიდან'' კატალონიურ გრანდში ტრანსფერს იხსენებს. შეთანხმება კლუბებს შორის 1982 წელს შედგა, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ არგენტინელმა ევროპულ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა.

ამ თემაზე ხუან გასპარმა გადაცემა ÍDOLOS-ში სტუმრობისას ისაუბრა.

ხუან გასპარი: ''მახსოვს სასტუმროდან აეროპორტისკენ ტანკით წავედით, რადგან სამართალდამცავებმა გვითხრეს, რომ ჩვენზე თავდასხმის რისკი არსებობდა.

არგენტინიდან მარადონას წაყვანა ''ბოკას'' ქომაგებზე შეტევას ჰგავდა.

ასე რომ სასტუმროდან აეროპორტისკენ ტანკით წავედით, სამართალდამცავები მანქანებითა და მოტოციკლეტებით მოგვყვებოდნენ და თვითმფრინავის ტრაპამდე მიგვაცილეს. 

სამართალდამცავებმა მხოლოდ მაშინ დაგვტოვეს, როცა თვითმფრინავში დავსხედით.''

 მარადონასთვის ''ბარსელონა'' პირველი ევროპული კლუბი იყო. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში 1982-84 წლებში ითამაშა, შემდეგ კი კარიერა ''ნაპოლიში'' განაგრძო, სადაც საკლუბო კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები