209 ლუდი, 75 იაგერმაისტერი და ერთი დიეტური კოლა - როგორ აღნიშნა „დერბიმ“ „ლიდსის“ დამარცხება
Aa
Aa

209 ლუდი, 75 იაგერმაისტერი და ერთი დიეტური კოლა - როგორ აღნიშნა „დერბიმ“ „ლიდსის“ დამარცხება

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილმა „დერბიმ“ „ლიდსის“ დამარცხება და ჩემპიონშიპის პლეიოფის ფინალში გასვლა მასშტაბურად აღნიშნა.

როგორც მოგეხსენებათ „სუპერ ფრენკის“ შეგირდებმა მარსელო ბიელსას ბიჭებს სტუმრად 4-2 სძლიეს და პრემიერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ. უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად „დერბის“ „უემბლიზე“ გასამართ ფინალურ შეხვედრაში „ასტონ ვილას“ დამარცხება სჭირდება.

ბირმინგემულ კლუბთან დაპირისპირებამდე ლამპარდი და კომპანია მომენტით მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ. ბრიტანულ პრესაში ანგარიშის ამსახველი ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

„დერბის“ მოთამაშეებმა 209 ლუდი, 75 იაგერი, 38 ჭიქა ტეკილა, ერთი დიეტური კოლა და კიდევ უამრავი სასმელი შეუკვეთეს. ფრენკის გუნდს ყველაფერი 2802.3 ფუნტი დაუჯდა. ადგილობრივი პრესის ცნობით ეს თანხა ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა გადაიხადეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა ვის მოუვიდა აზრად დიეტური კოლის შეკვეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები