კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფისის კარებზე ჯაჭვით მიიბა თავი
Aa
Aa

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფისის კარებზე ჯაჭვით მიიბა თავი

„დეპორტივო მადრინთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „სარმეინტო რესისტენციას“ ვიცე-პრეზიდენტმა პროტესტის უცნაურ ფორმას მიმართა. ხერარდო ესკობარმა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფისის კარებზე ჯაჭვით მიიბა თავი.

„სარმიენტო “ მეორე დივიზიონში აღზევებისთვის იბრძვის და პლეიოფში ასპარეზობს, თუმცა პირველი შეხვედრა 3-0 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

ესკობარი მსაჯებს „დეპორტივო მადრინთან“ მატჩამდეც აკრიტიკებდა. ბოლო შეხვედრაში კი „სარმიენტო რესისტენციას“ ფეხბურთელებს მთავარმა არბიტრმა ორი წითელი ბარათი უჩვენა და ხერარდო იძულებული გახდა რადიკალური ნაბიჯები გადაედგა.

მოგვიანებით მან ამ საკითხის შესახებ TyC Sports-თან ისაუბრა და განაცხადა: „მათ მეორე დივიზიონში აღზევების ოცნება წაგვართვეს. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისგან პასუხები არ მიგვიღია. საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს“.

„ეს მატჩი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის სასამართლომ აუცილებლად უნდა განიხილოს! ვიცით, რომ 5 წუთში არაფერი მოგვარდება, მაგრამ იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები