Aa
Aa

"მანჩესტერი" დე ხეას უშვებს?

ბრიტანული პრესის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავიდ დე ხეას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „წითელი ეშმაკები“ ესპანელ კიპერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. დე ხეა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს და მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებას სთხოვს.

Daily Mail-ის ინფორმაციით „იუნაიტედის“ მესვეურებს დე ხეას მოთხოვნები ყელში ამოუვიდათ და 28 წლის გოლკიპერის გუნდიდან გაშვებას აქტიურად განიხილავენ. ბრიტანული ტაბლოიდი იუწყება, რომ ედ ვუდვარდმა ალექსის სანჩესის მაგალითზე კარგი გამოცდილება მიიღო და იგივე შეცდომების დაშვებას აღარ აპირებს.

„მანჩესტერის“ მმართველმა კატეგორიულად გადაწყიტა მაღალი ხელფასი არცერთ ფეხბურთელს გადაუხადოს და როგორც ჩანს გამონაკლისი არც ესპანელი გოლკიპერია. თუ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა დე ხეას გასხვისების გადაწყვეტილება მიიღეს, 28 წლის მეკარისთვის „იუვენტუსი“, „პსჟ“ და „რეალი“ იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები