Aa
Aa

სტერლინგი დარწმუნებულია, რომ "სიტი" პრემიერ ლიგას მომავალ სეზონშიც მოიგებს

„მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკლავი, რაჰიმ სტერლინგი დარწმუნებულია, რომ გაისად მისი გუნდი პრემიერ ლიგას მიჯრით მესამედ დაისაკუთრებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარი პროგნოზი Mirror-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „ჩვენ ყოველწლიურად ვპროგრესირებთ, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ მომავალ სეზონში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს“.

„პრემიერ ლიგა ზედიზედ მოვიგეთ და ბევრს აინტერესებს ახლა მოტივაციას რა გვაძლევს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა - გვინდა ჩემპიონობა მომავალ სეზონშიც მოვიპოვოთ და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

„ჩვენი მიზანია ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყოთ. სეზონის ჩაგდებას არ ვაპირებთ. გვსურს გაისად უმაღლეს დონეზე ვიასპარეზოთ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ“.

„პრემიერ ლიგის შენარჩუნება მშვენიერი შეგრძნება იყო და მჯერა, რომ ყველაფერი წინაა. ჩვენი მიზანია მომავალ სეზონშიც იგივე შედეგი დავაფიქსიროთ და დარწმუნებული ვარ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები