Aa
Aa

"ბაიერნს" ჰაკიმ ზიეჩის შეძენა სურს

მიუნხენის „ბაიერნს“ ზაფხულში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების მოძებნა მოუწევს. ჰოლანდიურ-ფრანგული დუეტი მიმდინარე სეზონის ბოლოს „რეკორდმაისტერს“ ტოვებს და მათი წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის შევსება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

გერმანული კლუბის მესვეურებს ევროპულ ელიტაში დაბრუნება სურთ და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდი რესურსის დახარჯვას გეგმავენ. როგორც ირკვევა „რეკორდმაისტერის“ მთავარი სამიზნე „აიაქსის“ ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩია.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით მიუნხენელები 26 წლის ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულები არიან და სჯერათ, რომ მისი ტრანსფერი „ბაიერნის“ შეტევით პოტენციალს გააძლიერებს.

ამსტერდამული გუნდის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „აიაქსის“ საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა, მარკ ოვერმარსმა, ადგილობრივ გამოცემებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზიეჩი გუნდს იმ შემთხევაში დატოვებდა, თუ ტოპ კლუბისგან მიიღებდა წინადადებას. 

ჰაკიმი „ღვთის შვილების“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში მას 130 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 40-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები