ბასილაშვილმა ნადალს ვერაფერი დაუპირისპირა და უშანსოდ დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილმა ნადალს ვერაფერი დაუპირისპირა და უშანსოდ დამარცხდა

რომის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს ურთულესი მეტოქე ერგო. ქართველი ჩოგბურთელი თიხის საფარის მეფეს, რაფა ნადალს დაუპირისპირდა.

ესპანელი მიმდინარე ტურნირზე ბრწყინვალედ გამოიყურება და ჩვენდა სამწუხაროდ გამონაკლისი არს ნიკასთან გამართული მატჩი აღმოჩნდა. ნადალმა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

რაფამ ხმამაღალი განცხადება მატჩის სტარტზევე გააკეთა. საწყისი გეიმების გაცვლის შემდეგ ესპანელმა მიჯრით ხუთი გეიმი დაისაკუთრა და პირველი სეტი 6-1 მოიგო. სიტუაცია არც მეორე პარტიაში შეცვლილა. ნიკა უნებლიე შეცდომებს ხშირად უშვებდა და თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა.

მეორე სეტი გადამწყვეტი გამოდგა და რაფამ ჩვენებურს ერთი გეიმის აღების უფლებაც არ მისცა. საბოლოოდ თიხის საფარის მეფემ მეტოქეს 6-1, 6-0 სძლია და მეოთხედფინალში საუკეთესოს ვინაობას თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები