Sky Sports -
Aa
Aa

Sky Sports - "რეალმა" იოვიჩი გაიფორმა

Sky Sports-ის ინფორმაციით ზინედინ ზიდანის "რეალმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა. "სამეფო კლუბმა" ფრანკფურტის "აინტრახტის" 21 წლის თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი შეიძინა.

"ლოს ბლანკოსს" სერბი ფეხბურთელის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა. იოვიჩმა "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 8.7 მილიონ ფუნტს მიიღებს.

როგორც მოგეხსენებათ ლუკა გერმანულ კლუბში "ბენფიკადან" გადავიდა. თავდაპირველად იგი "აინტრახტში" იჯარის წესით იმყოფებოდა და ფრანკფურტელებმა ცოტა ხნის წინ გამოისყიდეს. აღსანიშნავია, რომ სერბი ფეხბურთელის გასხისების შემდეგ "არწივებმა" 10.5 მილიონი ფუნტი მიიღეს.

მიმდინარე სეზონში ლუკამ ბუნდესლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 17-ჯერ აიღო. 21 წლის სერბი ევროპა ლიგაზეც მშვენივრად გამოიყურებოდა და 10 გოლი შეაგდო, თუმცა მისი გუნდი ტურნირს ნახევარფინალში "ჩელსისთან" პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები