ლაკაზეტით
Aa
Aa

ლაკაზეტით "ატლეტიკოც" დაინტერესდა

ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკო" "არსენალის" ცენტრფორვარდის, ალექსანდრ ლაკაზეტის გადაბირებას შეეცდება. როგორც მოგეხსენებათ ანტუან გრიზმანი გუნდი დატოვებას გეგმავს და "როხიბლანკოს" მესვეურები მის შემცვლელს ეძებენ.

ბოლო პერიოდში უცხოური პრესა ლაკაზეტის ტრანსფერის შესახებ აქტიურად წერს და მის მომავალს "კამპ ნოუს" უკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს "ატლეტიკოს" ინტერესიც საკმაოდ დიდია.

თუ ფრანგულ გამოცემა Le 10 Sport-ს დავუჯერებთ მადრიდელები "არსენალს" უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წამოიწყეს. სავარაუდოდ "როხიბლანკოს" წარმომადგენლები შეთავაზებას ამზადებენ და გამორიცხული არაა უახლოეს მომავალში "არსენალს" ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

მეორე საკითხია, რომ "ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით "მეთოფეები" ლაკაზეტთან გამოთხოვებას არ აპირებენ. ლონდონში ფრანგი ფეხბურთელის ეიმედებათ და მის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებენ,

ლაკაზეტი გასულ სეზონში "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და პრემიერ ლიგაში 13 გოლთან ერთად 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები