''საბურთალომ'' ლიდერობა დაიბრუნა - ტოგოელის სადებიუტო გოლი
Aa
Aa

''საბურთალომ'' ლიდერობა დაიბრუნა - ტოგოელის სადებიუტო გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა გორის ''დილამ'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამო'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ალვინ ფორტესის საგოლე გადაცემის შემდეგ დიდიე კოუგბენიამ გაიტანა.

ტოგოელი კოუგბენია ''დილაში'' სადებიუტო სეზონს ატარებს, ბათუმის ''დინამოსთან'' შეხვედრაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

ბათუმის ''დინამოს'' მარცხით გიორგი ჭიაბრიშვილის ''საბურთალომ'' ისარგებლა და  პირველ ადგილს დაუბრუნდა. ფინანსურ კრიზისში მყოფი ქუთაისის ''ტორპედო'' წყალტუბოში ''საბურთალოსთან'' 2:3 დამარცხდა.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები