ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "პსჟ-მ კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა უცხოურ გამოცემებთან საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთავაზება მიიღო.

იტალიელი მეკარე 2017-18 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა „პსჟ-მ“ მისი გადარწმუნება მოახერხა და ახლა ჯიჯის შენარჩუნება სურს.

ბუფონმა აღნიშნული ინფორმაცია Sky Uno-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაასაჯაროვა: „კლუბმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა და ძალიან ბედნიერი ვარ. პროექტს უახლოეს მომავალში შევაფასებთ და გადავწყვეტთ ღირს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება“.

„პარიზში ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. 41 წლის ასაკში შესანიშნავი გამოცდილება მივიღე და ვიპოვე ის, რის გამოც გადმოვედი“.

ბუფონმა გასულ სეზონში „პსჟ-ს“ მაისური 24-ჯერ მოირგო და ალფონსო არეოლას ღირსეულ კონკურენციას უწევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები