თბილისური დერბი: უცნაური გოლი და ''ლოკოს'' გამარჯვება
Aa
Aa

თბილისური დერბი: უცნაური გოლი და ''ლოკოს'' გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' თბილისის ''ლოკომოტივთან'' 1:3 დამარცხდა.

თბილისურ დერბიში 24-ე წუთზე უბილავას გადაცემის შემდეგ დავით სამურკასოვმა ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში ''დინამოს'' მეკარეს, სტეფან სიკაჩის ფეხი დაუცდა და სამურკასოვმა ცარიელ კარში შეაგდო. საგოლე მომენტში სიკაჩიმ ტრავმა მიიღო და ხოსე პერალესმა შეცვალა.

54-ე წუთზე 19 წლის ნიკა ნინუამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

77-ე წუთზე დავით სამურკასოვის პასს რევაზ ინჯგიას გოლი მოჰყვა. 90-ე წუთზე ინჯგიამ კარგი პასით სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ''ლოკოს'' ფორვარდმა შანსი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

13 ტურის შემდეგ ''დინამო'' 20 ქულით მე-4 ადგილზეა. ასევე 20 ქულაა ბოლნისის ''სიონის'' ანგარიშზე, რომელიც მეხუთე პოზიციაზეა.

''ლოკომ'' მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო და 12 ქულით მე-8 ადგილზეა.

მე-13 ტურში ''რუსთავისა'' და ''ჩიხურას'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, ''ტორპედო'' ''საბურთალოსთან'' 2:3 დამარცხდა, ''დილამ'' კოუგბენიას გოლით ბათუმის ''დინამოს'' სძლია, ბოლნისის ''სიონმა'' კი კირკიტაძის გოლით ''ვიტ ჯორჯიასთან'' 3 ქულა აიღო.

ფოტო: fcloco.ge 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები