Aa
Aa

აგრესიულად და დამაჯერებლად - ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლაც მოიგო!

„ნაცუ ბაშოს“ მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო.

ტოჩინოშინმა ბრძოლა დამაჯერებლად და აგრესიულად დაიწყო, მავაში მალევე აიღო და მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, რის შემდეგაც გამარჯვება არ გასჭირვებია.

ლევან გორგაძე ჰოკუტოფუჯის დღემდე სულ 5-ჯერ შეხვდა და 2-ჯერ დაამარცხა, ისიც 2017 წელს. ბოლო პერიოდში ლევანს მის წინააღმდეგ გამარჯვება უჭირს.

ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გოლიათი სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც ქართველი რიკიში საკმაოდ დამაჯერებლად ამარცხებს ხოლმე.

ლევანი იჩინოჯოს დღემდე 19-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 15-ჯერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ცხელი ამბები