კვერკველია და კვარაცხელია თასის ფინალში
Aa
Aa

კვერკველია და კვარაცხელია თასის ფინალში

რუსეთის საფეხბურთო თასის 2018-19 წლების სეზონის ფინალში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' ითამაშებს. საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ''როსტოვი'' შინ ''ლოკომოტივთან'' 0:2 დამარცხდა. იური სიომინის გუნდში სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია კი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ჩაერთო თამაშში.

''ლოკომოტივისა'' და ''როსტოვის'' პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ფინალში გასვლისთვის გია გრიგალავას ''არსენალიც'' იბრძოდა, თუმცა ნახევარფინალში ''ურალთან'' დამარცხდა. პირველი მატჩი ''ურალმა'' შინ 1:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრა ტულაში ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში გია გრიგალავა გააძევეს და მეორე შეხვედრაში არ უთამაშია.

ფინალური მატჩი ''ლოკომოტივსა'' და ''ურალს'' შორის 22 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები