ენრიკე სერესო:
Aa
Aa

ენრიკე სერესო: "სიმეონე ისევე იმედგაცრუებულია როგორც ყველა ჩვენს გუნდში"

ანტუან გრიზმანმა გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა და ამჯერად „ატლეტიკოს“ დატოვება გადაწყვიტა.

ფრანგი ფეხბურთელი, რომ მერყევი პიროვნება გახლავთ ეს რთული მისახვედრი არ არის.

გასულ ზაფხულს გრიზმანმა „ბარსელონას“ ტრანსფერზე თანხმობა მისცა, 2 თვის შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და „როხიბლანკოში“ დარჩა. წელს კი ანტუანმა მადრიდელთა რიგების დატოვების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი გრიზმანსა და „ბარსას“ შეთანხმება ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ჰქონდათ მიღწეული და პრესისთვის ეს ცნობილი მხოლოდ 2 დღის წინ გახდა.

თავიანთი ლიდერის საქციელით იმედგაცრუებულია „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო.

გრიზმანმა მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და ის ამ მხრივ შეუვალი იყო, მის გადარწმუნებას ვერანაირად მოვახერხებდი.

არ ვიცი რომელ კლუბში გააგრძელებს ის კარიერას. ნორმალურია, როდესაც ვინმე შენი მოთამაშის გამოსასყიდ თანხას იხდის, მაგრამ ამის შესახებ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ეს უცნაურია და შეურაცხმყოფელია. მას წარმატებას ვუსურვებ.

სიმეონე ისევე იმედგაცრუებულია როგორც ყველა ჩვენს გუნდში.

როდრი? ის დღეს ჩვენი ფეხბურთელია, მაგრამ ხვალ შესაძლოა მან გადაწყვეტილება მიიღოს და წავიდეს“.

L'Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიზმანი "ბლაუგრანასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 17 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები