ფრენკი დე იონგი:
Aa
Aa

ფრენკი დე იონგი: "პასს ალბათ მარტო მესის გავუკეთებ"

ჰოლანდიის ჩემპიონობის დასაკუთრების შემდეგ „აიაქსის“ ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, ახალი თავგადასავლისთვის ემზადება. როგორც მოგეხსენებათ ამსტერდამელთა ლიდერმა კონტრაქტი „ბარსელონასთან“ გააფორმა და მომდევნო სეზონში „კამპ ნოუზე“ იასპარეზებს.

„ბლაუგრანამ“ დე იონგის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) გადაიხადა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ფრენკი გამოწვევებისთვის მზადაა და MARCA-სთან საუბრისას აცხადებს: „ვარჯიშზე ლეო მესის ნახვას მოუთმენლად ველი. პასს ალბათ მარტო მესის გავუკეთებ (იცინის)“.

22 წლის ფეხბურთელი "ბარსას" გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ ასეთი დონის კლუბში თამაში მისთვის დიდი წნეხი არ იქნება: "არ ვაპირებ თამაშის სტილი შევცვალო. მაინტერესებს „ბარსელონას“ დონის გუნდში როგორ ვიასპარეზებ და ძალიან მინდა საუკეთესოებისგან ვისწავლო“.

დე იონგმა მიმდინარე სეზონში "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონობა დაისაკუთრა. "ღვთის შვილები" სანუკვარ თასს 2014 წლის შემდეგ პირველად დაეუფლნენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები