Aa
Aa

როგორ გავახაროთ შეუძლოდ მყოფი ბავშვები - "ასეთ დროს რაღაც განსაკუთრებული ხდება"

ესპანეთში მოძველებული საფეხბურთო მაისურების გამოყენების ახალ გზას მიაგნეს. მათი გაყიდვის და გადაგდების ნაცვლად ქომაგებს შეუძლიათ ისინი ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიას გადასცენ. ეს უკანასკნელი მაისურებს გადაამუშავებს, პაციენტთა ხალათებად გარდაქმნის და ბავშვთა საავადმყოფოს ურიგებს.

იდეა ყოველთვიურ საფეხბურთო ჟურნალ Panenka-სა და კრეატიულ სააგენტო We Are Xuxa-ს მოუვიდათ. მათი ინიციატივის მთავარი მიზანია კლინიკაში მყოფმა ბავშვებმა ნაკლები სტრესი განიცადონ და მხნეობა შეინარჩუნონ.

მადრიდში მდებარე San Rafael-ის ჰოსპიტალში შეხვდებით ბიჭუნებსა და გოგონებს, რომლებიც „ბარსელონას“, „რეალის“, „ატლეტიკოს“ და სხვა გუნდების მაისურებში (პაციენტის ხალათებში) არიან გამოწყობილები.

ორგანიზატორები ბავშვთა საავადმყოფოებსა და ჯანმრთელობის ცენტრებს მოუწოდებენ კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ. მათ ინტერნეტსივრცეში ვიდეოც გამოაქვეყნეს, რომელშიც ასეთ ფრაზებს შეხვდებით: „ყოველდღიურად კლინიკებში ბავშვები ურთულეს მეტოქეებს უპირისპირდებიან. ავადმყოფობა მრისხანე ოპონენტია, მაგრამ მისი დამარცხება შეიძლება. ჩვენ საფეხბურთო ფორმებს პაციენტთა ხალათებად ვაქცევთ, რადგან როცა საყვარელი გუნდის მაისური გვაცვია რაღაც განსაკუთრებული ხდება. ჩვენ უფრო მამაცები და ძლიერები ვხდებით და მეტოქის დასამარცხებლად უკეთ ვართ მომზადებულები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები